უნგრეთი 15 სექტემბრიდან ლტოლვილებისთვის საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

გამოწერა
ამჟამად ლტოლვილები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე კვეთენ უნგრეთის ტერიტორიას, რომელიც ასევე წარმოადგენს ევროკავშირის საზღვარს. 15 სექტემბრიდან საზღვრის არალეგალური გადაკვეთა დაბაშაულად ჩაითვლება, განაცხადა უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ზოლტან კოვაჩმა.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. დევნილების უკონტროლო გადასვლა სერბეთიდან უნგრეთში 15 სექტემბერს უნდა დასრულდეს, როდესაც ძალაში შევა უნგრეთის ახალი კანონები საზღვრის შესახებ, განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში  უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ზოლტან კოვაჩმა.

ამჟამად ლტოლვილები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე კვეთენ საზღვარს, რომელიც სამხრეთ უნგრეთის სოფ. რიოსკესთან ამასთანავე წარმოადგენს ევროკავშირის საზღვარს. ყოველდღიურად ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი გადადის, საიდანაც ისინი უნდა გადანაწილდნენ დროებით საემიგრაციო პუნქტებში და 36 სთ–ის შემდეგ კი დევნილთა ბანაკებში.

„15 სექტემბერს ახალი იურიდიული ვითარება შეიქმნება. საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთა დანაშაულად ჩაითვლება. ასევე ჩაითვლება დანაშაულად თუ ვინმე ამ კედლის დანგრევას ეცდება. კიდევ უდრო გამკაცრდება კონტრაბანდისტების დასჯა. ახალი ერა დაიწყება“, – განაცხადა კოვაჩმა.

მისი თქმით, „სავარაუდოდ, პოლიციას, რომელიც ამჟამად საზღვარს იცავს, არმიით გააძლიერებენ (ამის შესახებ კანონპროექტი ასევე განიხილება)“. „ჯარისკაცებს ექნებათ იარაღი, მაგრამ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება“, — დასძინა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი მიგრანტი შევიდა. ყოველდღე მათი რიგები ათასობით ახალი ჩამოსული მიგრანტით ივსება. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარება მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებლი ყველაზე უარესია. უფრო ადრე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ანტონიუ გუტერეშმა ევროკავშირის სახელმწიფოებს კვოტების სისტემით არანაკლებ 200 ათასი ლტოლვილის გადანაწილებისკენ მოუწოდა, რომლებიც ამჟამად საბერძნეთის, უნგრეთისა და იტალიის ტერიტორიებზე იმყოფებიან.

მანამდე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდრ ვინტერსტეინმა განაცხადა, რომ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ევროკომისია თავშესაფრის მინიჭების, მიგრაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის ფონდიდან 5 მილიონ ევროს ავსტრიას და 4 მლნ-ს — უნგრეთს ფინანსური მხარდაჭერის სახით გადასცემს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0