თბილისში ენის შესწავლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე მსჯელობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო-სამეცნიერო სემინარი, რომლის მსვლელობისას მონაწილეები ლინგვისტიკის მიღწევებს გაეცნობიან. ლექციებს გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან დარგის ცნობილი პროფესიონალები წაიკითხავენ.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ მიმდინარეობს, იუწყება ხუთშაბათს, 10 სექტემბერს პარლამენტის პრეს-სამსახური.

ღონისძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნერების ინსტიტუტის ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 „კონფერენცია XXI საუკუნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას — ენის ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების საკითხებს დაეთმობა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო-სამეცნიერო სემინარი, რომლის მსვლელობისას მონაწილეები ლინგვისტიკის მიღწევებს გაეცნობიან. ლექციებს გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან დარგის ცნობილი პროფესიონალები წაიკითხავენ.

ანალოგიური კონფერენცია „ქართული ენა 21-ე საუკუნეში — გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც ენის განვითარების პრობლემატიკას მიეძღვნა, 2013 წელს პარლამენტის ქუთაისის შენობაში ჩატარდა. ამ ფორუმზე საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოებრივი მიდგომის ჩამოყალიბებას, რასაც ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიებით დოკუმენტირება, კვლევა და „ციფრული“ დამკვიდრება ჰქვია, აღნიშნულია პრეს-რელიზში.

იუნესკოს პროგნოზებით, 21-ე საუკუნეში არსებული ენებიდან სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ 10% იქნება. დოკუმენტირება და თანამედროვე მეთოდებით ენის კვლევა, ენის ტექნოლოგიების დამუშავება და სრულყოფა ენის „ციფრული გადაშენების“ თავიდან აცილების ერთადერთი გარანტიაა.


ყველა ახალი ამბავი
0