ევროპაში რუსულენოვანი მედიის მხარდასაჭერი კონფერენცია ვარშავაში იმართება

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი–ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და იაპონია. ვარშავაში გამართული კონფერენციის მიზანი – პროექტის, რუსულენოვანი ტელევიზიის დაარსებისთვის ფინანსური მხარდაჭერის საკითხის გადაწყვეტაა, „რომელიც ევროპულ მსოფლმხედველობას გადმოსცემს“.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. რუსულენოვანი მედია–საშუალებების მხარდასაჭერი კონფერენცია, რომელშიც 35 ქვეყენა იღებს მონაწილეობას, ვარშავაში ტარდება, იუწყება პოლონური ბეჭდვითი სააგენტო.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ პოლონეთი ევროპაში რუსულენოვანი ტელეკომპანიის დაარსების მიზნით, ვარშავაში დონორთა კონფერენციის გამართვას გეგმავს. მისი სიტყვებით, რუსულენოვანი ტელეკომპანია, „რომელიც ევროპულ მსოფლმხედველობას გადმოსცემს“, მაუწყებლობას, სავარაუდოდ, 2016 წელს  დაიწყებს. ამ პროექტის ინიციატივით პოლონეთი და ჰოლანდია გამოვიდნენ. ამის ფონზე, ბრიუსელის ინტერნეტ–გამოცემა  EUobserver–მა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია რომ ჰააგას და ვარშავას „ განზრახული აქვთ რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოს დააარსება, რომელიც რუსულ პროპაგანდას შეეწინააღმდეგება“.

კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი–ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და იაპონია.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ვარშავაში გამართული კონფერენციის მიზანი – პროექტის ფინანსური მხარდაჭერის საკითხის გადაწყვეტაა. ვრცელდება ვარაუდები იმის შესახებ, რომ პოლონეთი ამ მიზნისთვის 1 მლნ ევროს გამოყოფას გეგმავს, ჯოლანდია კი – 1,5 მლნ ევროს. 

პოლონური მედიის მონაცემებით, საწყის ეტაპზე პოლონურ–ჰოლანდიურ ინიციატივას მხარს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული რუსულენოვანი მედია უჭერს. პერსპექტივაში ტელევიზიის დაარსების საკითხიც იხილება. 

ამ პროექტების განხორციელებას კურირებას ბრიუსელში დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდი გაუწევს.

 


ყველა ახალი ამბავი
0