საქართველოს პრემიერი ჩინელ კოლეგას შეხვდა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარი ასევე შეეხო ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის იდეასა და „აბრეშემის გზის“ ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თბილისში 2015 წლის 15-16 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 10 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის პრემიერ–მინისტრ ლი კეციანის (Li Keqiang) შეხვედრისას იქნა მიღებული. 

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მეგობრულ ურთიერთობებზე ქვეყნებს შორის გახშირებული ვიზიტების დინამიკაც მეტყველებს“, — აღნიშნულია საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახურის განცხადებაში. 

საუბარი ასევე შეეხო ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის იდეას და „აბრეშემის გზის“ ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თბილისში 2015 წლის 15-16 ოქტომბერს გამართება. ფორუმს ჩინეთიდან მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

 


ყველა ახალი ამბავი
0