აჭარა ჩინეთის ქალაქ დალიანთან თანამშრომლობას დაიწყებს

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველოს მთავრობის დელეგაცია ჩინეთში
საქართველოს მთავრობის დელეგაცია ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. მემორანდუმის გაფორმებამდე ღარიბაშვილი დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ჩინეთის ქალაქ დალიანსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური ხუთშაბათს, 10 სექტემბერს.

მემორანდუმის მიზანი ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოება, ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებაა.

შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. მემორანდუმის გაფორმებამდე ღარიბაშვილი დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა.

 „ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას. დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, ერთობლივი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0