აფხაზეთი: ჟენევის დისკუსიებზე საკვანძო საკითხი უსაფრთხოება იქნება

© photo: Sputnik / Michael Mokrushin / გადასვლა მედიაბანკშისოხუმი
სოხუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე კონსულტაციები ჟენევაში 15 ოქტომბერს დაიწყება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერაა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. აფხაზეთისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხი საკვანძო საკითხია, განაცხადა ხუთშაბათს აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.

ჟენევაში 15 ოქტომბერს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციები დაიწყება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი მაინც ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერაა. რა თქმა უნდა, ეკოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენთვის პოლიტიკური ასპექტები და უსაფრთხოება საკვანძო საკითხია, ისევე როგორც აფხაზეთსა და საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის გაეროსა და სხვა ძალების შესაბამის დოკუმენტებზე ხელის მოწერის საკითხი. ეს არის სტრატეგიული მიზანი, რომლისკენაც მივდივართ და რომელიც არ გვავიწყდება“, — განაცხადა ჩირიკბამ.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად იგი აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და საქართველოს წარმომადგენლებისთვის დიალოგის ერთადერთი ფორმაა. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.


ყველა ახალი ამბავი
0