„ფუკუსიმაზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ იაპონიაში პირველი რეაქტორი ხელახლა ამოქმედდა

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიიაპონია
იაპონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ატომური ელექტროსადგურ „სენდაის“ პირველი ენერგობლოკის რეაქტორი ხელახლა 11 აგვისტოს აამოქმედეს. სექტემბერში პირველი რეაქტორი სრული სიმძლავრით დატვირთეს და დღემდე სატესტო რეჟიმში მუშაობდა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურ „სენდაიზე“ ელექტროენერგიის სამრეწველო წარმოება დაიწყო. ეს პირველი სადგური გახდა, რომელზეც 2011 წელს „ფუკუსიმა-1“-ის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, რეაქტორის მუშაობა განახლდა.

ატომური ელექტროსადგურ „სენდაის“ პირველი ენერგობლოკის რეაქტორი ხელახლა 11 აგვისტოს ამუშავდა და სამი დღის შემდეგ პირველი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ის „ფოკუსიმა-1“ – ზე მომხდარი ავარიის შედეგად 48 გაჩერებული რეაქტორიდან პირველია, რომელმაც უსაფრთხოების ახალ ნორმებთან შესაბამისობის ტესტები გაიარა და ატომური ენერგეტიკის კონტროლის სახელმიწიფო კომიტეტმა მისი ხელახლა ამოქმედება მოიწონა.

სექტემბერში პირველი რეაქტორი სრული სიმძლავრით დატვირთეს, რომელიც დღემდე სატესტო რეჟიმში მუშაობდა. მანამდე სადგურზე კომიტეტის სპეციალისტები, სამრეწველო წარმოების დაწყებამდე ფინალური შემოწმების ჩასატარებლად მივიდნენ. შემოწმების შედეგად ექსპერტებმა სადგურ Kyushu Electric Power Co-ს ოპერატორ–კომპანიას შესაბამისი ნებართვა მისცეს.

თავდაპირველად ატომური ელექტროსადგურ „სენდაის“ პირველი და მეორე რეაქტორის ხელახლა ამუშავება 2015 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა, საპროექტო დოკუმენტებში, რომლებიც სადგურის განახლებული მუშაობისთვის იყო აუცილებელი, ასევე ნახაზებსა და სეისმური მდგრადობის გათვლებში, ხარვეზები აღმოაჩინეს. 2014 წელს აღიარეს, რომ რეაქტორები ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების ახალ კრიტერიუმებს პასუხობს. რეაქტორის ამუშავება მეორე ენერგობლოკზე შეიძლება ოქტომბრის შუა რუცხვებში განხორციელდეს.

2011 წლის მარტის ავარიამდე ატომური ენერგეტიკა იაპონიის მოთხოვნებს 30%-მდე აკმაყოფილებდა. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა 48 რეაქტორი შეჩერებულია. ამჟამად იაპონიის 13 ატომური ელექტროსადგურის 20 რეაქტორი მოწმდება, რომელმაც 2013 წლის ზაფხულში შემოღებული უსაფრთხოების ახალი სტანდარტების შესაბამისობის დონე უნდა დაადგინოს.

ოთხი წლის წინ, 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-დასავლეთით 9-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა 14–მეტრიანი ცუნამის ტალღა გამოიწვია, რომელმაც ატომური ელექტროსადგურ „ფუკუსიმა–1“-ის ექვსიდან ოთხი ენერგობლოკი ჩაძირა და რეაქტორების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. ეს ავარია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ, ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე დიდი ავარია იყო. ავარიის სრულ ლიკვიდაციას, მათ შორის რეაქტორების დემონტაჟს, დაახლოებით 40 წელი დასჭირდება.  

 


ყველა ახალი ამბავი
0