გლეხებს ყურძნის ჩაბარება კერძო ღვინის მწარმოებელ კომპანიებში შეეძლებათ

გამოწერა
2015 წელს ყურძნის მოსავლის სავარაუდო მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლს თითქმის 30%-ით აღემატება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. გლეხებს ყურძნის ჩაბარება კახეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 51 კომპანიაში შეეძლებათ, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

რთველის ჩატარებისთვის თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელშიც დარეგისტრირდნენ კომპანიები.

შტაბი „რთველი — 2015“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მევენახეების აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, აგვისტოს თვეში შეიქმნა. შტაბის უფროსად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაინიშნა.

„სახელმწიფო მზად არის 10 სექტემბრიდან შეისყიდოს ჭარბი ყურძენი დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში, სადაც ღვინის კომპანიების მხრიდან ყურძნის გადამუშავებით დაინტერესება ნაკლებია“, — იუწყება სააგენტო.

2015 წელს ყურძნის მოსავლის სავარაუდო მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლს თითქმის 30%-ით აღემატება. 

2014 წელს საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი დაიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მლნ ლარი (76,2 მლნ აშშ დოლარზე მეტი) შეადგინა.

ოფიციალურად რთველი 20 აგვისტოს დაიწყო და რეგისტრირებული 87 კომპანიიდან,  ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65 ღვინის კომპანია მონაწილეობს.

„რთველი — 2015“-ის ფარგლებში მთავრობა, მიუხედავად ბიუჯეტის კორექტირება, ყურძნის ჯიშების — „რქაწითელის“, „კახური მწვანესა“ და „საფერავის“ სუბსიდირებას მოახდენს.

სუბსიდიები წელს არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, როგორც ეს ბოლო ორი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებს გადაეცემათ.

 


ყველა ახალი ამბავი
0