ლავროვი: რუსეთი მზადაა განაგრძოს თანამშრომლობა სამხრეთ სუდანთან

გამოწერა
ლავროვის თქმით, ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, მაგრამ საჭიროა პირობების ფორმირება მისი განვითარებისათვის. მან იმედი გამოთქვა, რომ სუდანთაშორისი მოლაპარაკებები, რომელიც ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი, ნაყოფიერი იქნება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი მიმართულია სამხრეთ სუდანთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ სუდანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან — ბენჯამინ ბარნაბასთან შეხვედრისას. 

 „ჩვენ მიმართულნი ვართ სამხრეთ სუდანთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებისკენ“, —თქვა მან.

 ლავროვის თქმით, ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, მაგრამ საჭიროა პირობების ფორმირება მისი განვითარებისათვის. 

 რუსეთის  ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სუდანთაშორისი მოლაპარაკებები, რომელიც ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი, ნაყოფიერი იქნება. 

 სამხრეთ სუდანის მისი ჩრდილოელი მეზობლის — სუდანისგან გამოყოფის 4 წლის მანძილზე,  ქვეყნებმა ვერ მოახერხეს მოლაპარაკება მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ნავთობით მდიდარი სასაზღვრო რაიონის აბეის შესახებ, საზღვრის დემარკაციაზე და ამ რაიონის სტატუსის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0