კორპორაცია Mitsubishi-ს სამუშაო ჯგუფი საქართველოში ჩამოვა

© facebook.com/GaribashviliOfficialკორპორაცია Mitsubishi-ს სამუშაო ჯგუფი საქართველოში ჩამოვა
კორპორაცია Mitsubishi-ს სამუშაო ჯგუფი საქართველოში ჩამოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Mitsubishi არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც ფლობს ბიზნესს მსოფლიოს 90 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 68 ათასი ადამიანი. 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე დალიანში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო კორპორაციის Mitsubishi-ს თავმჯდომარეს იორიჰიკო კოჯიმას (Yorihiko Kojima) შეხვდა, ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ოთხშაბათს, 9 სექტემბერს იტყობინება. 

 შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კორპორაციის სამუშაო ჯგუფი საქართველოში ჩამოვა. 

 „ირაკლი ღარიბაშვილმა "მიცუბიშის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო“, — ნათქვამია შეტყობინებაში.

 "მიცუბიში" არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც ფლობს ბიზნესს მსოფლიოს 90 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 68 ათასი ადამიანი. 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

 ფორუმი „ზაფხულის დავოსი“ ჩინეთში 2007 წლიდან ტარდება. მისი ძირითადი ამოცანაა თანამშრომლობის ინტერქტიული პლატფორმის შექმნა, რომლის ბაზაზეც მთელი მსოფლიოს სწრაფად მზარდი კომპანიები ერთობლივად შეძლებენ სამრეწველო და კომერციული განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას. 

 

ყველა ახალი ამბავი
0