პროდიუსერი კახა მამულაშვილი თავდებით გაათავისუფლეს

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამულაშვილს ორი მუხლით - ნარკოტიკების შემოტანისა და შენახვის ბრალდებით 11 წლამდე ციხე ემუქრება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ  15 ათასი ლარიანი თავდებით გაათავისუფლა ცნობილი ქართველი მომღერლის ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელიც ნარკოდანაშაულისათვის იყო დაკავებული, იტყობინება ქართული მედია.

 1971 წელს დაბადებული კახა მამულაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 ივლისს დააკავეს, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენის,  შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით. მამულაშვილის საფულიდან და ხელბარგიდან კოკაინი, კანაფის ფისი და ექსტაზი იქნა ამოღებული. 

 მამულაშვილს ორი მუხლით — ნარკოტიკების შემოტანისა და შენახვის ბრალდებით 11 წლამდე ციხე ემუქრება. 

 წინა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე წარსდგა შუამდგომლობით რომ შეეცვალათ აღკვეთის ზომა. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და თავისუფლების აღკვეთა 15 ათას ლარიანი  თავდებით შეცვალა. მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

 „მითხრეს, რომ უკვე აღარ ვარ საშიში საზოგადოებისათვის და თავდებით გამანთავისუფლეს. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ჩემთვის ნარკოტიკი — ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და რაც მთავარია ლელა წურწუმიაა…“ — უთხრა მამულაშვილმა ჟურნალისტებს.

 თავდებისათვის განკუთვნილი თანხა მამულაშვილმა ათი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. 

 საქმე დახურული არ არის, მიმდინარეობს გამოძიება. შემდეგი სასამართლო სხდომის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. 


ყველა ახალი ამბავი
0