თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველო შეიძლება ლოგისტიკური ცენტრი გახდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გმოსვლისას ოთხშაბათს, 9 სექტემბერს.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე „თანამედროვე აბრეშუმის გზის“ (The Modern Silk Road) სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რომელზეც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და ამ პროექტთან მიმართებით ჩინეთის მხარის დაინტერესების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ საქართველო ლოგისტისტიკურ ცენტრად იქცეს. ჩევნ გვინდა ავაშენოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვის მოცულობა 100 მლნ ტონა იქნება. ამ საკითხში ჩინური კომპანიების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიკვეთა, რომლებსაც ამ პროექტის განხორციელებაში სურთ მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა.
„საქართველოს შეუძლია მიმზიდველ ქვეყნად იქცეს, რომელიც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა იქნება. ვფიქრობ, ამ პროექტში საქართველო ძალზე კონსტრუქციულ და სანდო როლს შეასრულებს“, – დასძინა ღარიბაშვილმა.