ფინანსთა სამინისტროში საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე იმსჯელეს

© facebook.com/mfageorgiaნოდარ ხადური
ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FitchRatings–მა საქართველოს „ВВ“ დონის რეიტინგი მიანიჭა პროგნოზით „სტაბილური“.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FitchRatings–ის წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური ოთხშაბათს, 9 სექტემბერს. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FitchRatings–მა საქართველოს „ВВ“ დონის რეიტინგი მიანიჭა პროგნოზით „სტაბილური“. 

„საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და მომავალში გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს“, — აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. 

ხადურმა FitchRatings–ის წარმომადგენლებს — ალექს მასკიტელისა (Alex Muscatelli) და საგრიკა ჩანდრას (Sagrika Chandra) ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და არსებული მაკროეკენომიკური მდგომარეობა, აგრეთვე 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები გააცნეს. 

მინისტრმა მთავრობის მიერ გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებსა და საგადასახადო და საბაჟო სფეროებზე ისაუბრა. ის ასევე შეეხო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0