მოლდოვას დედაქალაქში კარვებისა და პროტესტანტების რაოდენობა იზრდება

© Sputnik/ Геннадий Вакуловскиსაპროტესტო აქციები კიშინიოვში
საპროტესტო აქციები კიშინიოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროტესტანტები კიშინიოვის ცენტრში გაფიცვას მანამდე გეგმავენ, სანამ ქვეყნის ხელისუფლება სამოქალაქო პლატფორმა „DA“-ს მოთხოვნებს არ შეასრულებს. დილით მთავრობის სახლის წინ ადამიანთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა, ისინი დღის ბოლომდე აქციის ადგილას დაბრუნებას კვლავ აპირებენ.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვის ცენტრში მეოთხე დღეა ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები იმართება. სამშაბათს, ღამით, მთავრობის შენობის წინ, სადაც კარვებია გაშლილი, დაახლოებით ათასი ადამიანი კვლავ შეიკრიბა.

ერთ ღამეში კარვების რაოდენობა 250-მდე გაიზარდა, ადამიანები მისვლას განაგრძობენ, მოქალაქეებს აქციის მონაწილეებისთვის წყალი და ცხელი საკვები მიაქვთ. დილით, პროტესტანთა რიცხვი შემცირდა, თუმცა, ისინი დღის ბოლომდე აქციის ადგილზე დაბრუნებას კვლავ აპირებენ. გაფიცვას მანამდე გეგმავენ, სანამ ქვეყნის ხელისუფლება სამოქალაქო პლატფორმა DA-ს მოთხოვნებს არ შეასრულებს. 

მიტინგის პრეს-ცენტრის უფროსმა ანდრეი ნასტასემ ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც სამშაბათს აქციის მონაწილეთა საკონტაქტო ჯგუფთან დიალოგზე უარი განაცხადა, დიდი შეცდომა დაუშვა.

„დღეიდან ქვეყნის ხელმძღვანელობა კანონგარეშეა. ახლა ყველამ იცის, რომ არ გვყავს პრეზიდენტი, პრემიერი და სპიკერი. იციან, რომ ინისი მარიონეტები არიან! ჩვენ თქვენთან ერთად დიდი ძალა ვართ. კვლავ გავაგრძელებთ პროტესტს, ქვეყნის ხელისუფლების გადადგომის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და საყოველთაო კენჭისყრით სახელმწიფოს მეთაურის არჩევის მოთხოვნას“, — განაცხადა ნასტასემ.

სამშაბათს, გვიან ღამით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა დემოკრატიული პარტიის ვიცე–თავმჯდომარემ, მოლდოვაში ცნობილმა მეწარმემ ვლად პლახოტნიუკმა.

„ახლა მოლდოვის რესპუბლიკისთვის ნებისმიერი პოლიტიკური დესტაბილიზაცია კატასტროფა იქნებოდა. მაგრამ არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ვადამდელი არჩევნები ყოველთვის შეიძლება იყოს ვარიანტი, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, თუ მოქალაქეებს მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა ჰყავთ და მათი ვადამდე შეცვლა სურთ, ამ შემთხვევაში კი — თუნდაც ორი საარჩევნო კამპანიიდან რამდენიმე თვეში“, — დაწერა პლახოტნიუკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მისი განმარტებით, „როცა არჩევნები ჩატარდება, ყველას გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ, ვინ რა მიიღო, რა მიზნები იყო, რა ალტერნატივაა და ასე შემდეგ“. „ხოლო თუ სამუშაო ცუდად კეთდება, მაშინ ნათელია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა“, — დასძინა პოლიტიკოსმა.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0