მარგველაშვილმა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატები დაასახელა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანდიდატთა სია საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება პარლამენტში წარსადგენად, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქრათველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულერებელი კომისიის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. 

კანდიდატთა სია საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად გადაეგზავნა, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა. 

მარეგულირებელი კომისია („სემეკი“) ხუთი წევრისგან შედგება. დღეისათვის მასში სამი წევრია, რომელთაგან ერთს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში გასდის. თუ ამ დროისათვის თუნდაც ერთი წევრი არ იქნება დამტკიცებული, კომისია ვერ შეძლებს სხდომების ჩატარებას, ვინაიდან ქვორუმი ვერ შედგება, განმარტავენ კომისიაში. 

„ექსპერტების მიერ შერჩეული 9 კანდიდატიდან, პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად სამი კანდიდატი გადაეგზავნება. ესენი არიან: დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი“, — განაცხადა აბაშიშვილმა. 

მთავრობა კანდიდატებს თუ მოიწონებს, შემდგომ მათ პარლამენტს წარუდგენს. 

2014 წლის აგვისტოში იყო შემთხვევა, როდესაც საქრათველოს მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტში მარეგულირებელი კომისიის წევრად დავით ებრალიძის (ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილე)  კანდიდატურის წარდგენაზე უარი განაცხადა.

 

 



ყველა ახალი ამბავი
0