საქართველო და მონღოლეთი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი და საიხანბილეგ ჩიმედი
ირაკლი ღარიბაშვილი და საიხანბილეგ ჩიმედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონღოლეთის პრემიერ–მინისტრთან საიხანბილეგ ჩიმედთან  შეხვედრა გამართა, იუწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური.

შეხვედრა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა, ოთხშაბათს, 9 სექტემბერს გაიმართა.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მონღოლეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ასევე აღინიშნა მონღოლეთის დაინტერესება საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.

საუბარი შეეხო ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის იდეასა და „აბრეშუმის გზის“ ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, საქართველოში 2015 წლის 15–16 ოქტომბერს გაიმართება.

დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ჩინეთში 2007 წლიდან ტარდება. მისი ძირითადი ფუნქცია ურთიერთთანამშრომლობის ინტერაქტიული პლატფორმის შექმნაა, რომლის ბაზაზეც მთელი მსოფლიოს სწრაფად მზარდ კომპანიებს სამრეწველო და კომერციული პროექტების განვითარების საშუალება მიეცემათ.

 


ყველა ახალი ამბავი
0