კომპანია Apple ახალი iPhone 6S–ის პრეზენტაციას მართავს

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიiPhone 5S
iPhone 5S - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპარატები, როგორც მოსალოდნელია, განახლებული ოპერაციული სისტემით iOS 9 იქნება აღჭურვილი, ხოლო ეკრანისა და კამერის ხარისხი — გაუმჯობესებული. პრეზენტაცია სან–ფრანცისკოში, Bill Graham Civic Auditorium–ის შენობაში გაიმართება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ამერიკული კომპანია Apple ოთხშაბათს ახალი, ფართოეკრანიანი სმარტფონების — iPhone 6S და iPhone 6S Plus–ის პრეზენტაციას გამართავს. 

პრეზენტაცია სან–ფრანცისკოში, Bill Graham Civic Auditorium–ის შენობაში მოეწყობა, სადაც 1977 წელს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა პირველი სერიულად წარმოებული პერსონალური კომპიუტერი  Apple II წარმოადგინეს. 

ახალი სმარტფონების მოლოდინში ზოგმა მედიასაშუალებამ ინსაიდერული ინფორმაცია გამოაქვეყნა და პროგნოზებიც გააკეთა დევაისების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. აპარატები, სავარაუდოდ, განახლებული ოპერაციული სისტემით iOS 9 და ასევე გაუმჯობესებული ხარისხის ეკრანებითა და ახალი ფერებით იქნება აღჭურვილი. მოსაწვევებზე, რომლებიც კომპანიამ დააგზავნა, დატანილია დევიზი: ეი, Siri, გვიკარნახე“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხმოვანი ბრძანებების ფუნქციებიც გაფართოვებული იქნება. 

9 სექტემბერს ასევე წარმოდგენილი იქნება განახლებული მრავალფუნქციური სეთ–თოფ ბოქსით Apple TV.

ფართოეკრანიან სმარტფონების — iPhone 6 და iPhone 6 Plus–ის გაყიდვებმა ბოლო 9 თვეში კომპანიას რეკორდული თანხა, 183 მლნ დოლარი მოუტანა. ეს მოდელები მაღაზიებში 2014 წლის სექტემბერში გამოვიდა. ახალი iPhone –ის გამოჩენას ტრადიციულად მოჰყვა უზარმაზარი რიგები მაღაზიებთან. „ვაშლის“ ტექნიკის ფანატებმა და ყველა სხვამ, ვისაც საკუთარი სმარტფონები და პლანშეტები მოძველებულად მიაჩნდა, მაღაზიებთან შუაღამიდან მოიყარეს თავი. მიმდინარე წლის აპრილში, iWatch–ის ციფრული საათების გამოშვების კვალდაკვალ, Apple–მა პირველი პარტიების გაყიდვა მხოლოდ წინასწარი შეკვეთებით გახადა შესაძლებელი, რითაც მაღაზიებთან აჟიოტაჟის მოიხსნა. 

აგვისტოში სამხრეთკორეულმა კომაპნია „სამსუნგმა“ ორი ახალი სმარტფონი — Apple–ს ძირითადი კონკურენტები — Galaxy Note 5 და Galaxy S6 edge Plus წარმოადგინა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0