ეკოლოგებმა დედამიწის ყველაზე დაცულ ადგილებში მავნე შენაერთები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშისათხილამურო კურორტი
სათხილამურო კურორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებმა ალთაის, ანდების, ალპების მთებისა და პლანეტის სხვა ნაკრძალი ადგილებიდან აღებული თოვლისა და წყლის ნიმუშები გამოიკვლიეს და მათში საშიში ფტორირებული შენაერთები აღმოაჩინეს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მკვლევარებმა დედამიწის დაცულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ალთაიზე,  საშიში პოლიფტორირებული შენაერთები აღმოაჩინეს, რომლებიც გამოიყენება ტურისტული სამოსის წარმოებაში გამოიყენება. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირებულია შვეიცარიის ალპებში, იუწყება რუსეთის Greenpeace.  

„ექსპერტებმა თოვლისა და წყლის ნიმუშები აიღეს რუსეთის ალთაის, ჩილეს ანდების, შვეიცარიის ალპების, ჩინეთის თოვლიანი ხაბას მთებიდან და ჩვენი პლანეტის სხვა უმშვენიერესი ადგილებიდან. ამისათვის მიუდგომელი და რთულად გასავლელი გზის გადალახვამ მოგვიწია. „გრინფისის“ ექსპედიციის მიერ მოპოვებულ თოვლისა და წყლის ყველა სინჯში პერ– და პოლიფტორირებული შენაერთების კვალი აღმოვაჩინეთ. სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ამ მდგრადმა დამბინძურებლებმა უკვე შეაღწიეს პლანეტის ყველაზე დაშორებულ და ყველაზე დაცულ კუთხეებში“, — ამბობს ნინა ლოსიხინა, რომელმაც  ალთაიდან ჩამოიტანა სინჯები. 

პოლიფტორირებული შენაერთების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა შვეიცარიის ალპების, სლოვაკეთის ტატრასა და იტალიის აპენინების მთებიდან ჩამოტანილ სინჯებში. 

როგორც ეკოლოგები აღნიშნავენ, პოლიფტორირებულ შენაერთებს ბევრ სამრეწველო პროცესსა და სამომხმარებლო საქონელში იყენებენ. განსაკუთრებით აქტიურად ის გამოიყენება სპორტული ზედატანებისა და აქტიური დასვენებისთვის საჭირო სამოსების დამზადებისას, ვინაიდან ეს შენაერთი ტანსაცმელს წყალგაუმტარსა და გაუჭუჭყიანებელს ხდის. 

გარემოში აღმოჩენილი პოლიფტორირებული შენაერთი ძალიან ნელა იშლება, ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში გროვდება წყალსა და ცოცხალ ორგანიზმებში და მთელ პლანეტაზე ჰაერის ნაკადებით ვრცელდება. ეს ფტორირებული შენაერთები საშიშია როგორც ბუნებისთვის, ისე ადამიანისთვისაც,  ვინაიდან შეუძლია ადამიანებში უნაყოფობისა და ასევე ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა, ხაზგასმით აღნიშნავენ ეკოლოგები. 

„მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, რომელთა  ბიზნესიც ბუნებას ძალზე საშიში ქიმიკატებით აბინძურებს,  გამოფხიზლდნენ და უარი თქვან საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე წარმოებაში. მათ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან უმოკლეს დროში. თუ პოლიფტორირებული შენაერთების პლანეტაზერ გავრცელების შესაჩერებლად ახლავე არ დავიწყებთ მოქმედებას, ამ ნივთიერებებით დაბინძურებამ შესაძლოა ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ მასთან გამკლავება   უახლოეს ათწლეულებში ვეღარც მოვახერხოთ“, — აღნიშნავს ლესიხინა. 

ზოგ ქვეყანაში პოლიფტორირებული შენაერთების ცალკეული სახეობები აკრძალულია, ზოგში კი, მაგალითად, რუსეთში, საშიში ფტორირებული შენაერთები თავისუფლად გადის ბაზარზე.

 


ყველა ახალი ამბავი
0