„მის პლანეტა 2015“-ის კანდიდატი დაიანა დავტიანის პორტრეტი

დაიან დავტიანს ყოველთვის იტაცებდა სცენა და პოდიუმი
დაიან დავტიანს ყოველთვის იტაცებდა სცენა და პოდიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთი პირველად იღებს მონაწილეობას ამ კონკურსში, თავად კონკურსი კი 6-დან 13 სექტემბრამდე პირველად ტარდება თბილისში.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დაიანა დავტიანმა, რომელსაც მალე 17 წელი შეუსრულდება, პორტალ Sputnik Армения —ს თავის გემოვნებაზე, მისწრაფებებზე, ოცნებებზე, გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე უამბო. 

- დაიანა, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე.

— ბავშვობასთან ყველაზე მხიარული მოგონებები მაკავშირებს. განსაკუთრებით საბავშვო ბაღთან და ეზოს მეგობრებთან. მე მოსკოვში დავიბადე, ხოლო ერევანში როცა გადავედით 4 წლის ვიყავი. ბევრი მოგონება ჩემი ტანვარჯიშის გაკვეთილებთან არის დაკავშირებული. როცა 6-7 წლის ვიყავი, წინადადება მივიღე, რომ სომხეთი დუბაის სილამაზეს კონკურსზე წარმედგინა, მაგრამ მამა იყო წინააღმდეგი. 

—  ვინ არიან თქვენი მშობლები?

— დედა — არქიტექტორია, მამა — მშენებელი. მე — ერთადერთი ბავშვი ვარ ოჯახში.

— ბავშვობაში ვინ გინდოდათ გამხდარიყავით? 

— ბავშვობაში ვიცნებობდი მხატვარი გავმხდარიყავი, ბევრს ვხატავდი, მაგრამ როცა გავიზარდე, მივხვდი რომ მინდა გავხდე დიზაინერი ან არქიტექტორი. ვაპირებ სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტეში ჩავაბარო. 

— გქონდათ საყვარელი სათამაშოები?

— ძალიან მიყვარდა ბარბის თოჯინები, გულგრილად ვერ ჩავუვლიდი. 

—  სკოლაში როგორ სწავლობთ? მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ გაქვთ? რომელი საგნები გიყვართ ყველაზე მეტად?

— ნორმალურად ვსწავლობ, მაგრამ არ მიყვარს მათემატიკა. ყველაზე მეტად ლიტერატურა მიყვარს. 

— რატომ გადაწყვიტეთ მოდელად გახდომა და ცენტრ  „ატეკს“-ში რატომ გაიარეთ სწავლება?

— სცენა, პოდიუმი ყოველთვის მიტაცებდა. „ატექსზე“ ბევრი რამ გავიგე, ამასთან დეიდაჩემმაც მირჩია იქ მივსულიყავი. ასე დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ჰობი იყო. ჩემთვის პრიორიტეტი კარგი სპეციალობის მიღებაა. 

— რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ კონკურსზე სომხეთს წარადგენთ?

— ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე სომხეთს წარვადგენ.

— რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს მშობლებს?

— დედა ამ ამბავს მშვიდად შეხვდა, მამა კი ძალიან წინააღმდეგი იყო. დიდი ძალისხმევა დამჭირდა მის დასაყოლიებლად. ის დღემდე უკმაყოფილოა ამით, თუმცა აზრი უკვე შეიცვალა. 

— რით ახსნა მან ეს?

— პრინციპში ის წინააღმდეგი იყო რომ მე სამოდელო სააგენტოში მესწავლა. ის უფრო ჩემზე დარდობს. 

— მეგობრები?

— მათ ძალიან გაუხარდათ და ყველანაირად მამხნევებენ და მხარს მიჭერენ. ჩემთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 

— იცნობთ თუ არა კონკურსის სხვა მონაწილეთა პორტფოლიოს? ხედავთ თუ არა მათში სერიოზულ მეტოქეებს?

— დიახ, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სერიოზული მეტოქეა.

— გჯერათ გამარჯვების?

— ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ჩემთვის უკვე გამარჯვებაა ის, რომ ამ კონკურსზე სომხეთს წარმოვადგენ. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება თუ „მის პლანეტა 2015“ გავხდები.

— ტრადიციულად, გამარჯვებული სიტყვით გამოდის. უკვე მოიფიქრეთ რა უნდა თქვათ?

— რა თქმა უნდა. მადლობას მოვუხდი დედას, ეროვნულ ასოციაციას Top Model, რომლის დამსახურებითაც  კონკურსზე მოვხვდი და რა თქმა უნდა ღმერთს. 

— გჯერათ პოსტულატის, რომ სილამაზე იხსნის მსოფლიოს?

— დიახ, თან არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანიც.

— დაიანა სად გიყვართ დასვენება და დასვენების როგორი სახე მოგწონთ — აქტიური თუ პასიური?

— ზღვაზე. აქტიური დასვენება მიყვარს, მიყვარს ცურვა, გარუჯვაც მიყვარს. 

— რაიმე განსაკუთრებულ დიეტას ხომ არ იცავთ?

— არა, უბრალოდ თავს ვარიდებ ფასტ-ფუდს, რადგან ეს ძალიან მავნეა ჯანმრთელობისათვის. 

—  გაქვთ რაიმე ჰობი?

— ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ეხლა არქიტექტურით ვარ გატაცებული. 

— თუკი გაიმარჯვებთ, მზად ხართ მიიღოთ გარშემომყოფთა პრაქტიკულად გარდაუვალი შური და შეცვალოთ ცხოვრების ჩვეული წესი?

— ვფიქრობ, დიახ. 

—  დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ?

— ორიდან ოთხ საათამდე. ძალიან მიყვარს მზე.

— რომელი მუსიკაა თქვენთან ყველაზე ახლოს?

— პოპ მუსიკა მთლიანობაში, განსაკუთრებით რიანას სიმღერები. 

—  წიგნებიდან?

— „ეშმაკი პრადას ატარებს“, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე. ძალიან მიყვარს კითხვა, განსაკუთრებით რუსულად. 

—  ალბათ გაქვთ საყვარელი ფილმი…

— დიახ — „იდეალური მკვლელობა“.

— ტანსაცმელში რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

— Casual. არ მიყვარს გოთური სტილი.

— დაიან, მეგობარი ბიჭი გყავთ?

— არა.

— მაგრამ ნამდვილად გეყოლებათ თაყვანისმცემლები. ადრე აპირებთ გათხოვებას?

— არა. ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი. ჯერ კარიერა მინდა გავიკეთო.

— გინდათ ბევრი შვილი გყავდეთ?

— როგორღაც არ მიფიქრია ამაზე. ალბათ კი, დიახ მე მიყვარს ბავშვები. 

— რაზე ოცნებობს დაიანა დავტიანი?

— იმაზე, რომ გახდეს კარგი სპეციალისტი და მყარი ოჯახი ჰქონდეს. 


ყველა ახალი ამბავი
0