თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მოლდოვის ოპოზიციური პარტია „ჩვენი პატრია“, რომელსაც ბიზნესმენი რენატო უსატი ხელმძღვანელობს, ანტისამთავრობო პროტესტს ამზადებს, იტყობინება სამშაბათს პოლიტიკური დაჯგუფების პრესსამსახური.
„უსატიმ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთადერთი შანსია იმისა, რომ მოლდოვაში ხელისუფლების ხელახალი ფორმატირება მოხდეს. „ჩვენი პარტია“ ერთმნიშვნელოვნად აპირებს საპროტესტო გამოსვლებს, მაგრამ ზუსტ თარიღს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ“, — იტყობინება პარტიის პრესსამსახური.
კიშინიოვში კვირიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო პლატფორმის წევრებმა DA (Demnitate si adevar — ღირსება და სიმართლე) და პარტია „მოლდოვა — ჩვენი სახლიას“(„წითელი ბლოკი“) წევრებმა და მხარდამჭერებმა. DA-ს წარმომადგენლებმა მიტინგი მთავრობის შენობასთან გამართეს, ხოლო „მოლდოვა — ჩვენი სახლიას“ წევრებმა კიშინიოვის ცენტრალურ ქუჩაზე მოაწყვეს მსვლელობა და გენერალური პროკურატურის შენობასთან გაჩერდნენ — გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.
მოპიკეტეებმა პროკურატურის შენობაში შეჭრა სცადეს, მაგრამ პოლიციამ გამოაძევა იქიდან. პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა წარმოიქმნა. შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი მივიდა.
მოგვიანებით „წითელი ბლოკის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის ექს-დეპუტატი გრიგორი პეტრენკო და კიდევ რამდენიმე ადამიანი პოლიციამ დააპატიმრა. ასევე გამოჩნდა ინფორმაცია იმაზე, რომ პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კიშინიოვის ცენტრში პროტესტის მონაწილენი უკვე ორი დღეა ითხოვენ შეხვედრას პრემიერთან, პრეზიდენტთან და სპიკერთან, რომელიც ჯერაც არ შემდგარა.