წულუკიანი ნარკოდამოკიდებულთა პრობლემების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

© facebook.com/MinistryofJusticeofGeorgiaწულუკიანი ნარკოდამოკიდებულთა პრობლემების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
წულუკიანი ნარკოდამოკიდებულთა პრობლემების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა ნარკოდამოკიდებულების მკურნალობას. სახელმწიფო პროგრამები ნარკომომხმარებლებისათვის 2014 წლის დეკემბრიდან 4,5 მლნ ლარის ოდენობით ფინანსდება, მაშინ როცა მანამდე ეს თანხა მხოლოდ სპორადული და მცირე ოდენობის დანახარჯები იყო.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ანტინარკოტიკული სტრატეგია ადმიანის უფლებების დაცვაზეა დაფუძნებული და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებისკენაა მიმართული ნარკოდამოკიდებულთა მიმართ სტიგმის დაძლევა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა კი ახალი სტრატეგიის ნაწილია, — განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 8 სექტემბერს, სამშაბათს, ნარკოდამოკიდებულთა პრობლემების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. შეხვედრა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის − „აღმოვფხვრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ − ფარგლებში გაიმართა.

 შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის სამეფოს საელჩოსა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები; საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები; ჰოლანდიის, უკრაინის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, კენიის, პაკისტანის, ინდონეზიის, ნეპალისა და სამხრეთ აფრიკის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა ნარკოდამოკიდებულების მკურნალობას. სახელმწიფო პროგრამები ნარკომომხმარებლებისათვის 2014 წლის დეკემბრიდან 4,5 მლნ ლარის ოდენობით ფინანსდება, მაშინ როცა მანამდე ეს თანხა მხოლოდ სპორადული და მცირე ოდენობის დანახარჯები იყო.

 იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებიც გააცნო. მისი თქმით, 260-ე მუხლის ცვლილებები, რომლითაც ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება გაიმიჯნა, ახალი ნარკოპოლიტიკისა და სამართლიანი ლიბერალიზაციის თანდათანობითი სტრატეგიის ნაწილია.

 იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ 2014 წლიდან ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებით მოხმარების შემთხვევებში გამოძახებულ ექიმს აღარ აქვს ვალდებულება, აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტის შესახებ. მანამდე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე შესაძლო პასუხისმგებლობის შიშით ვერ ბედავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას, რაც ხშირად გარდაცვალების მიზეზი ხდებოდა.

 კონფერენციის მონაწილეები ნარკოდამოკიდებულების პრობლემებზე კიდევ ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. ღონისძიება 10 სექტემბერს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0