ფილიპ ჰემონდი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, იგი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით და „ საქართველოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონალურ კვანძად გადაქცევას“.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა (Philip Hammond) ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„გაერთიანებული სამეფო კვლავ გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიზაციის, ევროპული და ევროატლანტიკური  მისწრაფებებისა და ასევე ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას“, – ჰემონდის წერილიდან ავრცელებს ციტატას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, იგი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით და „ საქართველოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონალურ კვანძად გადაქცევას“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 1 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა, რომელმაც საგარეო უწყებაში თამარ ბერუჩაშვილი შეცვალა.

საქართველოს ეკონომიკას კი თბილისის ვიცე–მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაუდგა სათავეში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0