თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა (Philip Hammond) თავის ქართველო კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა.
„გაერთიანებული სამეფო კვლავ განაგრძობს საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას“, — ციტირებს ჰემონდის წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მან აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და „ქვეყნის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონალურ კვანძად ქცევას“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 1 სექტემბერს ექს-ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდა.