საქართველოს ეროვნულ პარკში ხანძარი ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Fred Greenberg / გადასვლა მედიაბანკშიბორჯომი
ბორჯომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, გამომწვევი მიზეზები კი ამ დრომდე დაუდგენელია.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება ქართული მედია საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ „112-ის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ხანძარი ახალციხის რაიონის სოფლებთან ახლოს ორშაბათს, 7 სექტემბრის საღამოს გაჩნდა. ცეცხლის შედეგად დაახლოებით ერთი ჰექტარი ფართობის ტყის მასივი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, გამომწვევი მიზეზები კი ამ დრომდე დაუდგენელია.

ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია, რომელიც მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ რაიონს და გადაჭიმულია ბორჯომიდან ხარაგაულამდე. მისი ფართობი 5,3 ათასი კვადრატული მეტრია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 7,6%-ია.

 

ყველა ახალი ამბავი
0