კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამიტზე ტერორისტულ დაჯგუფებებზე იმსჯელებენ

© photo: Sputnikდუშანბე
დუშანბე - Sputnik საქართველო
გამოწერა
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აქტუალურ სამხედრო–პოლიტიკურ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების საკითხებს.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დუშანბეში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტზე სამხედრო–პოლიტიკური გამოწვევები, მათ შორის, ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივიზაციის საკითხები განიხილება, იუწყება კრემლის პრეს–სამსახური. 

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საზღვრებზე დესტაბილიზაციის შემქმნელ აქტუალურ სამხედრო–პოლიტიკურ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების საკითხებს“, — ნათქვამია განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0