თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა, ჩინეთში ჩასვლამდე კი ყირგიზეთს ეწვია, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური სამშაბათს, 8 სექტემბერს.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ბიშკეკში ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ერლან აბდილდაევთან გამართა შეხვედრა.
„მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს“, – ნათქვამია განცხადებაში.