ბათუმში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარების საკითხებს განიხილავენ

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორდღიან კონფერენციაში საქართველოს, ნორვეგიის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დელეგაციები, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში სამშაბათს, 8 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია „ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარება“ გაიხსნა, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

ორდღიან კონფერენციაში საქართველოს, ნორვეგიის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დელეგაციები, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული კონფერენციის მიზანი ოთხ ქვეყანას შორის ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის,  საერთაშორისო პროექტებისა და საკანონმდებლო რეგულირების  სფეროში  გამოცდილების გაზიარებაა.

 კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები დაათვალიერებენ შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.,,შუახევიჰესის“ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.  

 „შუახევიჰესის“ დადგენილი სიმძლავრე 187 კვტ/სთ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება — 450 კვტ/სთ. პროექტი ორი კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს. ჰესის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მშენებლობას  ინდურ Tata Power-სა და  ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს. მშენებლობაზე დასაქმებულია საქართველოს 600 მოქალაქე. პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას.

 


ყველა ახალი ამბავი
0