კიშინიოვში საპროტესტო აქციები მესამე დღეა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Руслан Шалапуда / გადასვლა მედიაბანკშიაქციები კიშინიოვში
აქციები კიშინიოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოედანზე დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა, გაიზარდა კარვების რაოდენობა. აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აქციები პროტესტანტების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მესამე დღეა, რაც კიშინიოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება. მისი ორგანიზატორი სამოქალაქო პლატფორმა „DA“-ს (Demnitate si adevar – „ღირსება და სიმართლე“) წარმომადგენლები არიან. აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ქალაქში წესრიგია.

ორშაბათს, ღამით, მთავრობის სახლის წინ „DA“-ს მორიგი მიტინგი ჩატარდა, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მოთხოვნების — პრეზიდენტის გადადგომა, ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება — შესრულებამდე მოედანს არ დატოვებენ.

სამშაბათს, დილით, მოედანზე მშვიდი ვითარება იყო. დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა. გაჩნდა კიდევ უფრო მეტი პლაკატი — ახლა მათი რაოდენობა 160-ია. ადამიანები „კარვების ქალაქში“ საუზმობენ. საღამოს მოქალაქეებმა აქციის მონაწილეებს ყავა, ჩაი და საკვები მიუტანეს. მოედანზე საველე სამზარეულოა მოწყობილი. ორგანიზატორებმა სპეციალური კომიტეტი შექმნეს, რომელიც მოქალაქეებისგან ფულად შემოწირულობებს აგროვებს. ეს თანხა ასევე პროდუქტების შეძენას ხმარდება. როგორც მიტინგის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ნასტასემ აღნიშნა, ყველა ხარჯი ფიქსირდება და სახსრების განაწილება მკაცრად კონტროლდება. მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ მოქალაქეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები არ შეწყდება.

„ველოდებით, როდის შეგვხვდება ქვეყნის ხელისუფლება და განსაკუთრებით, პრეზიდენტი. ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნები გადავეცით, მაგრამ ისინი შეხვედრას გაურბიან“, — განაცხადა ნასტასემ.

პლატფორმა „DA“ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტოლოგებს, საზოგადო მოღვაწეებს აერთიანებს. მათ შორის არიან ასევე მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების მოხრეებიც. ამა წლის მაისსა და ივნისში „DA“-მ კიშინიოვის ცენტრში მასობრივი მიტინგები ჩაატარა. მომიტინგეები მაშინ კორუფციასთან ბრძოლასა და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მოძრაობის განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მას კონკრეტული ლიდერები არ ჰყავს. პლატფორმის მონაწილენი აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ოლიგარქიულ წრეებს ემორჩილება და ევროინტეგრაციის პროცესის იმიტაციას ახდენს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0