თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მიერ რამიტის ხეობაში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციისას თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ აბდულაჰიმ ნაზარზოდის კიდევ სამი მომხრე დააკავეს, ნათქვამია ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„ამასთან, აღმოჩენილი და ჩამორთმეულია კალაშნიკოვის 5 ავტომატი და სხვადასხვა კალიბრის დიდი რაოდენობით ვაზნები“, — განმარტებულია განცხადებაში.
რესპუბლიკის შსს–მ და ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა მადლობა გადაუხადეს მოსახლეობას დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების პოვნასა და დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის.