სირიის ხელისუფლება ბოევიკების მიერ ნავთობსაბადოს მიტაცების ფაქტს უარყოფს

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია სირიაში
სიტუაცია სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიის ჰომსის პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ჯაზალის ნავთობსაბადოების ხუთ პუნქტში ნამდვილად შეაღწიეს, მაგრამ სირიის არმიამ ისინი განდევნა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სირიის ჰომსის პროვინციის გუბერნატორი თალიალ ალ–ბარაზი უარყოფს გავრცელებეულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორისტული დააჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ჯაზალის ნავთობსაბადოები მიიტაცეს, იუწყება სირიული გაზეთი „ალ–ვათანი“

 გუშინ, სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ჯაზალის ნავთობსაბადოები მიიტაცეს.  

„არაფერი მსგავსი არ ხდება“, — განუცხადა გამოცემას თალიალ ალ–ბარაზიმ.

მან აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ჯაზალის ნავთობსაბადოების ხუთ პუნქტში ნამდვილად შეაღწიეს, მაგრამ სირიის არმიამ ისინი განდევნა და პოზიციები კვლავ კონტროლქვეშ მოაქცია“. 

დღეს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიო მშვიდობისთვის ერთ–ერთი უმთავრესი საფრთხეა. სამი წლის განმავლობაში დაჯგუფებამ ერაყისა და სირიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრო. ამას გარდა, „ისლამური სახელმწიფო“ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც, კერძოდ, ლიბიაში. 

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით (ისინი მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან), ქურთები და ასევე ლიბანელი თუ ერაყელი შიიტი მეამბოხეები.  საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ასობით ათასი მშვიდობიანი მცხოვრები, ხოლო რამდენიმე მილიონი ლტოლვილად იქცა. 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0