რუსეთის საგარეო უწყებამ რუსულ მედიასთან მიმართებით კიშინიოვის ქმედება დაგმო

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლდავეთმა ქვეყნიდან დეპორტაციით გააძევა ვიდეოსააგენტო RT Ruptly–ის პროდიუსერი, ხოლო ტელეარხ Lifenews–ის გადამღები ჯგუფი დააკავა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვის ქმედება რუსი ჟურნალისტების მიმართ არ შეესაბამება მოლდავეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება სურს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარში. 

„კიშინიოვში უპრეცედენტო მასობრივი აქციების ფონზე, ყურადღებას იქცევს მოლდავეთის ხელისუფლების ქმედება რუსეთის მედიასაშუალებების წინააღმდეგ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან არ სურს სახალხო პროტესტის ობიექტური გაშუქება. ასე მაგალითად, ორშაბათს, 7 სექტემბერს მოლდავეთიდან დეპორტაციით გამოაძევეს ტელეარხ „რაშა თუდეის“ ვიდეოსააგენტო „რაფთლის“ პროდიუსერი ალექსექი ამელიუშკინი, რომელსაც მაშინვე ჩამოართვეს ვიდეოაპარატურა. იმავე დღეს კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს რუსული ტელეარხის, „ლაიფნიუსის“ გადამღები ჯგუფიც“, — განაცხადა ზახაროვამ. 

„შევნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება მოლდავეთის ახალი ხელისუფლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება სურთ. ეს ასევე ეწინააღმდეგება ინფორმაციის მოპოვების საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას“, — დაამატა ზახაროვამ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0