თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ისლამისტური და ტერორისტული დაჯგუფებების ქმედებების შედეგად დანგრეული და დაზიანებული სირიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა მილიარდობით დოლარი დაჯდება, განაცხადა სირიის სიძველეთა და მუზეუმების სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა მაამუნ აბდულკარიმმა.
„სარესტავრაციო სამუშაოები, რომელსაც პერსპექტივაში გავაკეთებთ, მილიარდობით დოლარი დაჯდება. უფრო განსაზღვრული თანხის დასახელება ეხლა რთულია, რადგან ყველა ობიექტს აღდგენის თავისი გეგმა ექნება“, — უთხრა მან ჟურნალისტებს.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ამ სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. „ჩვებ ეხლა უფრო ვფიქრობთ არა რესტავრაციაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შევაჩეროთ ნგრევა“, — აღნიშნა აბდულკარიმმა.
ამავე დროს მან პირობა დადო, რომ ყველა ობიექტი, რომელთა აღდგენა შესაძლებელია, აუცილებლად იქნება რესტავრირებული. ეს მისი თქმით პალმირასაც ეხება, რომელიც ბოლო დროს ძლიერ დაზიანდა ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებების შედეგად.
„ჩვენ მას ნამდვილად აღვადგენთ“, — თქვა აბდულკარიმმა.
კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით ღირებულ ძეგლებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მათი ნაწილი კვლავ განადგურების საფრთხის ქვეშაა.
„ალეპოში ომია, პალმირა — „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლს ქვეშაა, ბორსა — „ან-ნუსრის ფრონტისა“ და მისი მოკავშირეების, წმ. სიმეონის ციხესიმაგრე — ქვეყნის ჩრდილოეთით“, — ჩამოთვალა აბდულკარიმმა.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ტერორისტები და ისლამისტები არა მარტო ანადგურებენ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს, არამედ ძარცვავენ მათ, ჰყიდიან „ლიცენზიებს“ მოროდიორობაზე და შედეგად ფასეულობები საზღვარგარეთ ხვდება.
ამბულკარიმის თქმით, 2014 წლის შუა ხანების მონაცემებით, თურქულმა მხარემ მაგალითად საზღვარზე სირიიდან 2 ათასამდე ისეთი ობიექტის გატანა შეაჩერა, რომლებიც ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენენ. თავად სირიულმა მხარემ აღკვეთა მსგავსი 6,5 ათასი ობიექტის გატანის მცდელობა. სირიიდან ამ გზით გატანილი ისტორიული და კულტურული ფასეულობების ზუსტი რაოდენობის დასახელება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი ღიად არ ცხადდება. იდეაში ასეთი ღირებული ნივთები 10-20 წლის მერე ამოტივტივდება. ასე, რომ ძალიან რთულია კონკრეტული ციფრების დასახელება“, — აღნიშნა აბდულკარიმმა.
სირიაში 2011 წლის მარტიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის შედეგად გაეროს მონაცემებით 220 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამთავრობო ჯარებს უპირისპირედბიან სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებები. ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევიან „ისლამური სახელმწიფო“ და „ან-ნუსრის ჯებხატი“.