ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialПрезидент Федерации футбола Грузии (ФФГ) Звиад Сичинава
Президент Федерации футбола Грузии (ФФГ) Звиад Сичинава - Sputnik საქართველო
გამოწერა
სფფ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერსაა დაგეგმილი

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან გადადგა. ეს განცხადება სიჭინავამ 7 სექტემბერს გამართულ სფფ-ს აღმასკომის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ხვალიდან ფედერაციას არჩევნებამდე მისი მოადგილე ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებს.

 სიჭინავა აცხადებს, რომ მისი გადადგომის მიზეზი ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ არჩევნებში არა მხოლოდ იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.

 "პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ არამარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ამიტომ, მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით ბატონი ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას“, — თქვა სიჭინავამ.

 სიჭინავას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რომელი კანდიდატი ჰყავდა მხედველობაში. მაგრამ რამოდენიმე დღის წინ, მამუკა კვარაცხელიამ, რომელიც სფფ-ს პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, განაცხადა: „ძალიან კარგია, რომ ჩემი განცხადების შემდეგ საფეხბურთო კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ და მე მივესალმები იმერეთის გუბერნატორის გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას გაუგზავნოს განაცხადი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებს და მოუწოდოს მათ, რომ გახდნენ სფფ-ს წევრები. ასევე მინდა მივმართო სხვა გუბერნატორებს — მიბაძეთ ჭიჭინაძეს, მხოლოდ სწორად შეავსეთ ფედერაციისადმი მიმართვა“. 

 ამ დროისათვის სფფ-ს პრეზიდენტად სამი კანდიდატია რეგისტრირებული — სფფ-ს ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი და უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია. 

 საქართველოს ფესბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 


ყველა ახალი ამბავი
0