უკრაინის საგარეო უწყება: ნატო კიევში წარმომადგენლობას გახსნის

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო უწყება
უკრაინის საგარეო უწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ კლიმკინმა განაცხდა, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტისას, კიევში ხელი მოეწერება შეთანხმებას ალიანსის წარმომადგენლობის შესახებ.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. შეთანხმება უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის შესახებ, იქნება ხელმოწერილი მიმდინარე თვეში, კიევში დაგეგმილი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლენბერგის პირველი ვიზიტისას, განაცხადა ორშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა. 

 „ხელმოწერილი იქნება შეთანხმება ნატოს წარმომადგენლობაზე“, — თქვა მინისტრმა. 

 კლიმკინმა აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივანი დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის უშიშროების საბჭოს სხდომაში და სიტყვით გამოვიდეს საბჭოს წევრების წინაშე. ეს იქნება „უპრეცედენტო მოვლენა“, — განაცხადა მინისტრმა.

 მისი თქმით, ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერება „საგზაო რუქას“ თავდაცვის სფეროში ნატო-უკრაინის თანამშრომლობის შესახებ. 


ყველა ახალი ამბავი
0