ღარიბაშვილი ჩინეთში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც 13 სექტემბრამდე გასტანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი კექიანგს (Li Keqiang) და მსხვილი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

პრემიერი ჩინეთში 8 სექტემბერს გაემგზავრება. ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც 13 სექტემბრამდე გასტანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი კექიანგს (Li Keqiang) და მსხვილი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი უმაღლესი დონის შეხვედრები დალიანსა და პეკინში. 

დალიანის ფორუმს ასევე „საზაფხულო დავოსს“ უწოდებენ. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არაოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც განახორციელებს კვლევებს, მონაწილეობს მსოფლიო ეკონომიკის საკითხების განხილვაში და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და გაცვლის განვითარებას უწყობს ხელს.

 „საზაფხულო დავოსის“ ფორუმი, რომელსაც ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი ჩემპიონების ყოველწლიურ თათბირსაც უწოდებენ, ჩინეთში 2007 წლიდან ტარდება. მისი ძირითადი ამოცანა თანამშრონლობის ინტერაქტიური პლატფორმის შექმნაში მდგომარეობს, რომ მის ბაზაზე მთელი მსოფლიოს სწრაფად მზარდმა კომპანიებმა სამრეწველო და კომერციული განვითარების პროექტების განხორციელება ერთად შეძლონ.


ყველა ახალი ამბავი
0