საქართველოს სამხედრო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარიალის ხეობაში 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულ რეჟიმში განხორციელდება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა)  მონაკვეთზე,  2015 წლის 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულ რეჟიმში განხორციელდება, იტყობინება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 კერძოდ, ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. 

დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ყველა ახალი ამბავი
0