საქართველოში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ რამდენიმე თვის წინ გია არდაზიშვილი ინფორმაციის უკანონო მოპოვებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაში დაადანაშაულა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი ინსპექტორი გია არდაზიშვილი დააკავეს.  ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახური 7 სექტემბერს იტყობინება. 

 „სუს-ის კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დააკავა ინსპექტორი გია არდაზიშვილი — სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნტქით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით“ — ნათქვამია ინფორმაციაში. 

 სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი თაღლითობას გულისხმობს; 

 236-ე მუხლის მესამე ნაწილი — ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას; 

 237-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნტქი — ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის ანდა ასეთი იარაღის დასამზადებელი მასალის ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვას — სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 

 333-ე მუხლის პირველი ნაწილი — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ რამდენიმე თვის წინ გია არდაზიშვილი ინფორმაციის უკანონო მოპოვებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაში დაადანაშაულა.  

 "ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან რაიმე სახის ინფორმაცია გაიტანა სამსახურიდან, სიმართლეს არ შეესაბამება“, — იტყობინება უწყების პრეს-სამსახური. 

 მიუხედავად ამისა, ენმ-ს დეპუტატი ამტკიცებს, რომ არდაზიშვილი სცემეს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, გაიყვანეს ე.წ. „საზღვრის“ მიღმა და დააგდეს. თარგამაძის მტკიცებით ეს ამბავი 2 სექტემბერს მოხდა.


ყველა ახალი ამბავი
0