ჩეხი დეპუტატები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

გამოწერა
ჩეხი დეპუტატები შეხვდებიან პარლამენტის სპიკერს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ჩეხ კოლეგებს შეხვდნენ, იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური. 

 შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტის ურთიერთობებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ქართველმა და ჩეხმა კანონმდებლებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 „ჩეხეთი საქართველოს მყარი პარტნიორია და ნატოში ინტეგრაციის გზაზე იგი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ჩეხი პარლამენტის წევრები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე პირადად ეწვივნენ საქართველოს და ადგილზე გაეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საოკუპაციო ზოლსაც მოინახულებენ“, — განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა 7 სექტემბერს,  შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში კვირას, 6 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 ჩეხი დეპუტატები შეხვდებიან პარლამენტის სპიკერს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს. 


ყველა ახალი ამბავი
0