ფულე: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს მიგრანტების კრიზისი არ გაართულებს

© photo: Sputnik / Алексей Фурман / გადასვლა მედიაბანკშიშტეფან ფულე
შტეფან ფულე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, შტეფან ფულე მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“, რომელიც თბილისში იმართება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ევროპაში მიგრაციის კრიზისმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, განაცხადა თბილისში  გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ ორშაბათს, 7 სექტემბერს. 

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისითვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას იმედოვნებენ. ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ წარსულში აღნიშნა, რომ მიგრაციის კრიზისი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ამ პროცესზე. 

„საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს. ვთვლი, რომ პროცესი ჩვენი მხრიდან არ უნდა შეფერხდეს იმის ხარჯზე, რომ ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავებას ვცდილობთ. ამან გავლენა არ უნდა იქონიოს იმ არაჩვეულებრივ სამუშაოზე, რაც საქართველომ გასწია“, – განაცხადა ფულემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრისას.

სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, შტეფან ფულე მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“, რომელიც თბილისში იმართება. 

სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებული დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2012 წლის ივნისში დაიწყო. მოქმედების გეგმა, რომელიც ოთხ ფაზას მოიცავს, ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში მიიღო. ევროკომისიის უკანასკნელი მოხსენების თანახმად, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მოქმედების გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან 7 შეასრულა. ეს ეტაპი თავშესაფრის, მიგრაციისა და საზღვრების მართვის საკითხებს მოიცავს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0