ლტოლვილებთან ერთად ქვეყანაში შეიძლება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმაც შეაღწიონ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიისა და ევროკავშირის დროშები
გერმანიისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის უფროსმა გერჰარდ შინდლერმა განაცხადა, რომ ტერორისტებს, შესაძლოა, ევროპაში შესაღწევად ისეთი სარისკო ხერხი გამოეყენებინათ, როგორიც ლტოლვილებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის ნავებით გადაცურვაა, თუმცა, შინდლერს ეს ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნია.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. არ უნდა გამოირიცხოს გერმანიაში ლტოლვილებს შორის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების შემოსვლა, განაცხადა ტაბლოიდ BILD-თვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის უფროსმა გერჰარდ შინდლერმა.  

 „ჯერჯერობით კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილთა შორის ტერორისტები არიან, არ გვაქვს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სრულად იმის გამორიცხვა, რომ ტერორისტები არსებულ კონტრაბანდულ სტრუქტურებს არ იყენებენ, არ შეიძლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტერორისტები ევროპაში მოსახვედრად ხმელთაშუა ზღვის ნავებით გადაცურვის სარისკო გზას ირჩევენ. ბევრად მარტივია, ყალბი ან მოპარული საბუთებით თვითმფრინავით იმგზავრო“, — განაცხადა შინდლერმა.

როგორც მან აღნიშნა, „თუ ამას ვითარება მოითხოვს, რა თქმა უნდა, კონტრაბანდისტებიც ყალბი დოკუმენტებით იმოქმედებენ“.

შინდლერის განცხადებით, გერმანიისთვის მთავარ ტერორისტულ საფრთხეს ჯერჯერობით არა ლტოლვილები, არამედ ქვეყნის ის მოქალაქეები ქმნიან, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდნენ.

„სამწუხაროდ, „ისლამური სახელმწიფოს“ და სირიასა და ერაყში მოქმედი სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მხარეს გერმანიის ძალზე ბევრი მოქალაქე იბრძოდა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ, ვინც საომარი მოქმედებების რეგიონებიდან გერმანიაში ჩამოდიან, ვუთვალთვალებთ მათ კავშირებს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების დამამტკიცებელი ბაზის შექმნას ვცდილობთ“, — განაცხადა სადაზვერვო სამსახურის უფროსმა.

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ექსპერტების აზრით, ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური მიგრანტების ირგვლივ არსებული ვითარება მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ყველაზე მძიმე კრიზისია. გერმანიაში წლის ბოლომდე 800 ათასი ლტოლვილის ჩასვლას ელოდებიან, განაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0