თბილისში ავიადეტალების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიაეროფრენები
აეროფრენები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა 85 მლნ დოლარიან პროექტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უწოდა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დეტალების მწარმოებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნება, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური. 

პროექტის მიზანი — სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნაა. 

ქარხანა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჭირო დეტალებს — მათ შორის, კარებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებსა და სხვა ნაწილებს დაამზადებს. 

თბილისში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ისეთი მსხვილი „ავიამოთამაშეები“, როგორებიც არიან: Boeing, Airbus, Bombardier და სხვ. პროდუქცია 100%–ით საექსპორტო იქნება. 

ქარხანას საქართველოს საპარტნიორო ფონდი, ეკონომიკის სამინისტრო და ისრაელის კომპანია ELBIT Systems — Cyclone ერთობლივად ააშენებენ. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ორშაბათს, 7 სექტემბერს ELBIT Systems — Cyclone–ის პრეზიდენტ ბეზალელ მაჩლისსა (Bezhalel (Butzi) Machlis) და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა 85 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროექტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უწოდა. 

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება, ხოლო ორმხრივი თანამშრომლობა საიმედო და ნაყოფიერი იქნება. 

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელთაც ისრაელიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გადაამზადებენ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0