„სპუტნიკმა“ უზბეკურენოვანი პორტალი ჩაუშვა

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკშირადიო "სპუტნიკის" სტუდია
რადიო სპუტნიკის სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესურსი ხელმისაწვდომია მისამართებზე: sputniknews-uz.com, oz.sputniknews-uz.com და ru.sputniknews-uz.com.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ახალი ამბების მულტიმედიურმა სააგენტო „სპუტნიკმა“ საინფორმაციო პორტალი Sputnik Узбекистан ჩაუშვა. ახალი პორტალი უზბეკურ და რუსულ ენებზე იმუშავებს. 

რესურსი ხელმისაწვდომია მისამართებზე: sputniknews-uz.com, oz.sputniknews-uz.com და ru.sputniknews-uz.com. პორტალი მომხმარებელს აქტუალურ საერთაშორისო თემებზე განსხვავებულ მოსაზრებებს შესთავაზებს. რუსულენოვანი ვერსიის მომხმარებლებს ასევე ექნებათ რადიო „სპუტნიკის“ მოსმენის შესაძლებლობა. 

რუსულ და უზბეკურ ენებზე მომუშავე პორტალი „სპუტნიკის" საინფორმაციო რესურსებს შეავსებს, რომელიც უკვე მუშაობს ინგლისურ, ფრანგულ, სერბულ, პორტუგალიურ, არაბულ, პოლონურ, იტალიურ, ჩეხურ, ვიეტნამურ, იაპონურ, კორეულ, ქურთულ, შვედურ, ნორვეგიულ, დანიურ, ფინურ, გერმანულ, ესპანურ, ჩინურ, თურქულ, ბელორუსულ, მოლდოვურ, ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ყირგიზულ, ოსურ, აფზახურ ენებზე და ასევე ფარსიზე, ჰინდიზე, ურდუზე, დარისა და პუშტუზე. 

Sputnik (sputniknews.com) — ეს ახალი ამბების სააგენტო და რადიოა, რომელსაც მულტიმედიური ინფორმაციული ჰაბები აქვს ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ხელმომწერები 24 საათის განმავლობაში იღებენ ინფორმაციას ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0