სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებს მის მიმართ პირდაპირ მუქარაში ადანაშაულებს

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორი თვლის, რომ უკრაინელი ოლიგარქები „ხელს უშლიან უკრაინის სახელმწიფოს შედგომას და პოლიტიკური კორუფციის მთავარ საკვებ წყაროს წარმოადგენენ“.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის განცხადებას აფასებს როგორც მუქარას მის მიმართ. 

 მანამდე სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა გადაწყვეტილებებს უკრაინელი ოლიგარქების — რინატ ახმეტოვისა და იგორ კოლომოისკის სასარგებლოდ იღებს. 

მისი აზრით იაცენიუკის მთავრობა ასევე არ ატარებს რეფორმებს. პასუხად უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა სააკაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. 

 თავის მხრივ კოლომოისკიმ უკრაინულ მედიასთან სააკაშვილის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა, რომ აპირებს თავისი ღირსება და პატივი სასამართლოში დაიცვას და მორალური კომპენსაციის მიღებას მიაღწიოს. ბიზნესმენის თქმით,  „როცა ძაღლი ალიკაპის გარეშე ვინმეს კბენს, უნდა დაისაჯოს ძაღლი და რაც მნიშვნელოვანია — პატრონიც. ამ შემთხვევაში ძაღლებს აძინებენ. ჩვენს შემთხვევაში კი შესაძლებელია ფასიან გზავნილად გაიგზავნოს საქართველოში, რათა პასუხი აგოს იქ ადამიანთა დაკბენაზე“

 „ოლიგარქი გვთავაზობს, რომ მე დამაძინონ როგორც ძაღლი. მოსყიდვის ან დისკრედიტაციის უშედეგო მცდელობების შემდეგ, ოლიგარქისთვის ნაცნობ ბოლო სცენარზე გადასვლა გადაწყვიტეს — პირდაპირ მუქარაზე. ვფიქრობ უკრაინელი ხალხი მალე მიუჩენს თავის ადგილს ამ  საბოლოოდ თავგასულ გადმონაშთებს ბანდიტური ათწლეულებიდან“,- დაწერა სააკაშვილმა კვირას Facebook-ის თავის გვერდზე.

 ოდესის ოლქის გუბერნატორი თვლის, რომ უკრაინელი ოლიგარქები „ხელს უშლიან უკრაინის სახელმწიფოს შედგომას და პოლიტიკური კორუფციის მთავარ საკვებ წყაროს წარმოადგენენ“.

 რუსეთში კოლომოისკის მიმართ, რომელსაც მედიის ბევრი წარმომადგენელი „ევრომაიდანის“ ერთ-ერთ სპონსორად მიიჩნევს, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენებაზე“. 

 მედიის მონაცემებით, კოლომოისკი აფინანსებს ზოგიერთ ბატალიონს, რომლებიც უკრაინის სამხედრო ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ დონბასის სპეცოპერაციაში. კერძოდ ეს არის ბატალიონები „აზოვ“, „აიდარ“, „დონბას“, დნეპრ-1“ და „დნეპრ-2“. 


ყველა ახალი ამბავი
0