კიშინიოვში მიტინგის მონაწილეებმა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს

© Sputnik/ Геннадий Вакуловскиანტისამთავრობო აქცია კიშინიოვში
ანტისამთავრობო აქცია კიშინიოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქციები კიშინიოვში შესაძლოა გაგრძელდეს

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვში მიმდინარე საპროტესტო მიტინგის მონაწილეებმა ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლაი ტიმოფტის გადადგომა მოითხოვეს, იტყობინება Sputnik Молдова. ასევე ისმის მოწოდებები ხელისუფლების მიმართ, 2016 წლის მარტამდე, როდესაც იწურება მოლდოვის მოქმედი სახელმწიფო მეთაურის ვადა, გამოცხადდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

 ეს მოთხოვნები გაჟღერდა მიტინგზე, რომელიც პლატფორმა DA-ს მიერ იყო ორგანიზებული. პროტესტის მონაწილეებმა ტრიბუნიდან წაიკითხეს „დიდი ეროვნული კრების“ საბჭოს სია, რომელიც 10 კაცისაგან შედგება. მათ დაეკისრათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება. საბჭოს წევრები მიტინგის დასრულების შემდეგაც დარჩებიან მოედანზე. 

 შსს-ს უკანასკნელი მონაცემებით, მოლდოვის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებში 40 ათასამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. 

 მანამდე სხვა ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებმა „მოლდოვა- ჩვენი სახლია“ („წითელი ბლოკი“) განაცხადეს, რომ მთავრობის შენობასთან კარვების ქალაქს დადგამენ. 

 კვირა დილას კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ორი მიტინგი დაიწყო ანტისამთავრობო ლოზუნგებით. ზოგიერთმა ფერმერულმა ორგანიზაციამ, ასევე განაცხადა რომ უერთდებიან კიშინიოვში მიმდინარე საპროტესტო აქციების. ისინი ხელისუფლებას აგრარული სექტორის პრობლემების გადაწყვეტისას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.  


ყველა ახალი ამბავი
0