ასეულობით ლტოლვილი ცდილობს ბუდაპეშტიდან ვენაში ფეხით ჩააღწიოს

© AP Photo/ MTI/Zoltan Baloghლტოლვილები ველზე მიდიან
ლტოლვილები ველზე მიდიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენასა და ბუდაპეშტს შორის მანძილი 242 კილომეტრია. ლტოლვილები ფიქრობენ, რომ ამ მანძილს 5 დღეში დაფარავენ. ამ „ლაშქრობის“ მონაწილეთა უმრავლესობას, თან მიაქვს ჩანთები ნივთებით, საძილე ტომრები და საბნები.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რამდენიმე ასეული ლტოლვილი ახლო აღმოსავლეთიდან, რომელთაც აქამდე ვერ მოახერხეს ბუდაპეშტიდან ვენაში გადასვლა, დასავლეთ ევროპისაკენ მიმავალი მატარებლების გაუქმების გამო, ავსტრიის დედაქალაქისაკენ ავტობანზე  ფეხით მიემართება. 

 ლტოლვილთა კოლონა ბუდაპეშტიდან მთელ მაგისტრალზეა გადაჭიმული. ეხლა პირველი ჯგუფები უკვე ჩავიდნენ ქალაქ ტატაბანიაში, უნგრეთის დედაქალაქიდან დასავლეთით 50 კილომეტრში. ვენასა და ბუდაპეშტს შორის მანძილი 242 კილომეტრია. ლტოლვილები ფიქრობენ, რომ ამ მანძილს 5 დღეში დაფარავენ. 

 ამ „ლაშქრობის“ მონაწილეთა უმრავლესობას, თან მიაქვს ჩანთები ნივთებით, საძილე ტომრები და საბნები. მიუხედავად მცირე წვიმისა, გასული ღამე მათ მაგისტრალის მახლობლად, პირდაპირ ღია ცის ქვეშ გაატარეს. 

 ლტოლვილები ჩქაროსნული მაგისტრალის სავალ ნაწილზე მიდიან, რადგან მაგისტრალზე ტროტუარები არ არის გათვალისწინებული. ამის გამო მაგისტრალის ერთი ზოლი მთლიანად ლტოლვილების მიერ არის დაკავებული, სხვა ზოლებზე კი მრავალკილომეტრიანი საცობები შეიქმნა. თუმცა მძღოლები აგრესიულად არ არიან განწყობილი. ზოგიერათები ლტოლვილებს წყალს, საკვებს და ფულს აძლევენ. 

 პოლიცია ლტოლვილთა გადაადგილებას ხელს არ უშლის, თუმცა ცდილობს სიტუაციის გაკონტროლებას — ლტოლვილთა გადაადგილების მთელ პერიმეტრზე პოლიციის მანქანებია განლაგებული. 

 ხელისუფლებამ ლტოლვილთათვის ავტობუსებიც გამოყო, რომელზეც მათ შეუძლიათ არჩევითად —ან ქალაქ ბიჩკეში განთავსებულ დროებით ბანაკში წავიდნენ, ან ავსტრიის საზღვრამდე. ბევრი ირჩევს ამ ავტობუსებს. მედიის ცნობით, ამ გზით ავსტრია უნგრეთის საზღვარზე 2000-მდე კაცი უკვე ჩავიდა. 

 მაგრამ დანარჩენები დამოუკიდებლად გადაადგილებას არჩევენ. „ჩვენ არ ვენდობით ხელისუფლებას ან პოლიციას. ჩვენ ან უნგრეთში დაგვტოვებენ ბანაკში, ან უკან სერბეთში დაგვაბრუნებენ. ჩვენი მიზანი კი გერმანიაში ან ნიდერლანდებში მოხვერდაა, სადაც ლტოლვილებს კარგად ეპყრობიან, სადაც მათ ნორმალურ ბინებში ასახლებენ და არა კარვებში, და უხდიან შემწეობას“, —თქვა ერთმა მათგანმა.

 ამასთან სამი ათასამდე დევნილი კვლავ ბუდაპეშტში, კელეტის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ისინი წვიმისაგან თავს სადგურის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებსა და პარკირების ბეტონის გადახურვებს აფარებენ. 

 „ველოდებით როდის გამოიდარებს და ჩვენც ვენაში წავალთ“, — განაცხადა 30 წლის სირიელმა, რომელმაც ბუდაპეშტამდე ცოლითა და ორი შვილით მოაღწია. 


ყველა ახალი ამბავი
0