საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ

© Страница ФФГ на Facebookსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა ცხადაძემ ხაზი გაუსვა, რომ ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ძალიან ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა. განსაკუთრებით აღნიშნა ჯანო ანანიძის თამაში, რომელიც ტრამვის გამო დუბლინში ვერ ითამაშებს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ მატჩებში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა შოტლანდიელებს 1:0 მოუგეს. 

 დადებითი შედეგის მიუხედავად, მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ცხადაზე საკმაოდ თავშეკავებული იყო. 

 „ჩვენ უნდა შევქმნათ გამარჯვებების სერია. ფეხბურთელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ერთი თამაშისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ რაღაც მიზნისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ… არ მინდა მოთამაშეები ეიფორიაში ჩავარდნენ და ამ გამარჯვებაზე ააწყონ ყველაფერი. უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი და გადავერთოთ უფრო რთულ მატჩზე ირლანდიასთან, რომელიც 3 დღეში გვაქვს. ერთი თამაშის თვეობით ზეიმი არაფერს მოგვიტანს“,- აღნიშნა ცხადაძემ.

  მან ხაზი გაუსვა რომ ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ძალიან ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა. განსაკუთრებით აღნიშნა ჯანო ანანიძის თამაში, რომელიც ტრამვის გამო დუბლინში ვერ ითამაშებს. „მან საკუთარ თავს აჯობა. გამოვიდა და შესანიშნავი თამაში ითამაშა. მე მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — თქვა მწვრთნელმა. 

 ცხადაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად. 

 რაც შეეხება შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელს გორდონ სტრაჩანს, ის მატჩის შედეგით უკმაყოფილო იყო. 

 „დამარცხება შესაძლოა სიცხისათვის მიგვეწერა, მაგრამ სისულელეა საკუთარი თავის მოტყუება. ჩვენ ყველაფერი არ გაგვიკეთებია მოგებისათვის. თუმცა ვთვლი, რომ ფრე ლოგიკური დასასრული იქნებოდა. რა თქმა უნდა ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ დამარცხებით, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია მიზანს მივაღწიოთ“, — თქვა სტრაჩანმა. 

 შემდეგ გასვლით მატჩს საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 7 სექტემბერს გამართავს. იმავე დღეს შოტლანდიელები თავის მოედანზე გერმანიის ნაკრებს მიიღებენ. "D" ჯგუფის კიდევ ერთ წყვილში პოლონეთის ნაკრები გიბრალტარს შეხვდება. 


ყველა ახალი ამბავი
0