ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველო და ჰოლანდია მატჩის წინ

© photo: Sputnikკალათბურთი, საქართველოს ნაკრები
კალათბურთი, საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ჰოლანდიას შორის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები შაბათს, 5 სექტემბერს ჰოლანდიის  წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში გაიმართება: გერმანიაში, საფრანგეთში, ლატვიაში, ხორვატიაში. ტურნირში 24 გუნდი მიიღემს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფადაა დაყოფილი. 

 საქართველოსა და ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. მათი გზები გადაიკვეთა ევრობასკეტ- 2013-ის შესაჩევ ციკლში. მაშინ საქართველომ გასვლითი მატჩი 91:88 წააგო, ხოლო თბილისში რევანში აიღო — 97:89.

 საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კონტინენტალურ პირველობაში  2011 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. მას მერე მონაწილეთა რაოდენობა 16 დან 24 გუნდამდე გაიზარდა. მაშინ ქართველმა კალათბურთელებმა ორი მატჩის მოგებით (ბელგია, უკრაინა) და სამი მატჩის დათმობით (რუსეთი, სლოვენია, ბულგარეთი), შეძლეს პირველი ჯგუფური რაუნდის გადალახვა და მომდევნო წრეში გადასვლა. თუმცა იქ საქართველოს ნაკრებმა ხუთივე შეხვედრა წააგო და ტურნირი დატოვა. 2013 წელს ქართული გუნდი კვლავ მოხვდა ევრობასკეტზე. თუმცა პირველი ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლეს, რადგან ხუთიდან ოთხი მატჩი წააგეს. 

 აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროპის ყველა ჩემპიონატზე ეგორ კოკოშკოვის გუნდთან ერთად ერთ ჯგუფში ხვდებოდა სლოვენიის ნაკრები, რომელთანაც ქართველი კალათბურთელები მუდამ აგებდნენ. ამ ეტაპზეც ბედისწერამ ისინი კვლავ შეყარა. საქართველოსა და სლოვენიის მატჩი 6 სექტემბერს გაიმართება. 

ჰოლანდიისა და სლოვენიის გარდა, საქართველოს ნაკრები ითამაშებს ბერძნებთან, მაკედონიელებთან და ხორვატებთან. 

5 სექტემბერი საქართველო-ჰოლანდია.

6 სექტემბერი საქართველო-სლოვენია.

8 სექტემბერი საქართველო-საბერძნეთი.

9 სექტემბერი მაკედონია-საქართველო.

10 სექტემბერი საქართველო-ხორვატია.

საქართველოსა და ჰოლანდიას შორის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 


ყველა ახალი ამბავი
0