თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი გასცა უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებაზე, რომელშიც მან საქართველოს ექს-პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულა.
თავის ვიდეომიმართვაში, რომელიც სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა, აღნიშნა უკრაინელი ოლიგრქების „დიდი“ გავლენა ხელისუფლებაზე და თანხების გადანაწილება სახელმწიფო საწარმოებიდან.
გუბერნატორმა ასევე დაადანაშაულა მოქმედი ხელისუფლება ქვეყნისათვის 100 მილიარდი გრივნის ზარალის მიყენებაში.
„ამ ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მოღვაწეობის უკანასკნელი წლის მანძილზე, უკრაინის სახელმწიფო საწარმოების მიერ მიყენებული ზარალი 100 მილიარდ გრივნას აჭარბებს. ეს საწარმოები მოგებაზე მუშაობენ, მაგრამ მოგება ოლიგრაქებისათვის მოაქვთ“, — განაცხადა სააკაშვილმა.
მანამდე სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობის მეთაური გადაწყვეტილებებს ოლიგარქთა სასარგებლოდ იღებს, კერძოდ — რინატ ახმეტოვისა და იგორ კოლომოისკის. მისი აზრით, იაცენიუკის ხელისუფლება ასევე არ ატარებს რეფორმებს, რის შემდეგაც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი მის წინააღმდეგ „ცილისმწამებლურ ბრალდებებს“ იყენებს.