ევროკავშირი სომხეთთან და ბელორუსთან ახალი ტიპის შეთანხმებას ამზადებს

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ბელორუსთან და სომხეთთან შეთანხმების ახალ ვარიანტში საბაჟო შეღავათები არ იქნება. ახალი დოკუმენტი ამ ქვეყნებს ევროკავშირთან ბევრად ნაკლებად დააკავშირებს ვიდრე ასოცირების შესახებ შეთანხმება.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი  ბელორუსთან და სომხეთთან  შეთანხმების ახალ ვარიანტს ამზადებს, რომელიც ამ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო ნაკლებად დააკავშირებს, ვიდრე ასოციაციის შესახებ ხელშეკრულება, ამის შესახებ ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის — ლუქსემბურგის  საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხდა.

 „ჩვენ ვეძებთ სისტემას რომლის დროსაც ყველა ხიდი არ ჩაინგრევა. ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება ასოცირების შესახებ შეუძლებელია გაფორმდეს. ყველა მზადაა იპოვოს უფრო მსუბუქი ვარიანტი, ნაკლებად მომთხოვნი და უფრო ფუნდამენტალური. ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში(ბელორუსი და სომხეთი —რედ.) ყველა თანახმაა. ეს არ არის შეთანხმება ასოციაციის შესახებ. ეს არ იმუშავებს. ეს იქნება რაღაც უფრო დაბალი დონე, არ შემიძლია ვთქვა რა ჰქვია ამას“, — უთხრა ასელბორნმა ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები განიხილეს. 

 მან აღნიშნა, რომ „საბაჟო შეღავათები ამ შეთანხმებაში არ იქნება“. „იქ ბევრი რამ იქნება, მაგრამ ამას ყველაფერს ეხლა მხოლოდ ვამუშავებთ“, — განაცხადა მინისტრმა თხოვნის პასუხად, რომ მეტი ეთქვა ახალ ხელშეკრულებაზე. 

 „ჩვენ წინადადება მივეცით სომხეთს, მან დადებითად გვიპასუხა. ბელორუსშიც შეინიშნება მოძრაობა არა უარყოფითი მიმართულებით. ევროპამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, რომელიც ამ ქვეყანასთან (ურთიერთობებში) ჩნდება. არ არის საჭირო რეჟიმზე ფიქრი, უნდა ვიფიქროთ მოსახლეობაზე“, — განაცხადა მინისტრმა. 

 პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის  პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ჩამოთვლილთაგან სამმა უკანასკნელმა გასულ წელს უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირებულ პარტნიორობის შეთანხმებას. 


ყველა ახალი ამბავი
0