საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა შოტლანდიელებს მინიმალური ანგარიშით მოუგო

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვიტესის“ ნახევარმცველის ვალერი ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ეროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, ვალერი ყაზაიშვილის მიერ 38-ე წუთზე გატანილმა გოლმა საქართველოს ნაკრებს შოტლანდიელებთან გამარჯვება მოუტანა. თამაშის დაწყებამდე სტუმართა მწვრთნელს — გორდონ სტრაჩანს გაგონებაც არ სურდა 8 წლის წინანდელი ამბის, როცა კლაუს ტოპმელერის ხელმძღვანელობით შოტლანდიელთა გუნდმა საქართველოს ნაკრებთან 2:0 წააგო და ამით ფაქტიურად ევრო 2008-ს საგზური დაკარგა. 

 „იმ დროიდან მოყოლებული ბევრი რამ შეიცვალა. ვის შეეძლო მაშინ წარმოედგინა რომ მე Apple Watch მექნებოდა“ — ხუმრობდა სტრაჩანი. 

 მაგრამ ტექნიკურმა პროგრესმა ვერ შეძლო შოტლანდიელთა ხსნა განმეორებითი ფიასკოსაგან თბილისში, რასაც შეუძლია კვლავ შეუშალოს ხელი შოტლანდიელთა ამჯერად  ევრო-2016-ზე მოხვედრას. 

 „ვიტესის“ ნახევარმცველის ვალერი ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა. მიიღო რა ლევან მჭედლიძის მიერ შესრულებული თავური, ყაზაიშვილმა მარცხენა დარტყმით აიღო დევიდ მარშალის კარი. 

 მეორე ტაიმში ლევან მჭედლიძეს რამდენიმე შანსი ჰქონდა თავისი გუნდის უპირატესობა გაეზარდა. მაგრამ ერთ შემთხვევაში ბურთი გარედან მოხვდა კარის ბადეს, მეორე შემთხვევაში კი ძალიან კარგად ითამაშა შოტლანდიელთა გოლკიპერმა, რომელმაც ბურთი კუთხურში გაგზავნა. 

 შედეგად ქართველებმა შეძლეს თავიანთი უპირატესობის შენარჩუნება და კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური გამარჯვება აღნიშნეს. ბრიტანელებმა, რომელთაც 2 ათასამდე გულშემატკივარი უჭერდა მხარს, შეხვედრის დასასრულს რევიშვილის კარს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს. მაგრამ ხუთი კუთხურიდან ვერც ერთის რეალიზება ვერ შეძლეს.

 შემდეგ  გასვლით მატჩს,  საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო შოტლანდიელები მშობლიურ „აიბროკსში“ გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ, რომელიც პოლონელებთან მოგებით  "D" ჯგუფის სათავეში მოექცა. 


ყველა ახალი ამბავი
0